სამართალი
საგარეჯოში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ი.ა. თაღლითობის ბრალდებით საგარეჯოში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2017 წლის ოქტომბერში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 53 სულ ცხვარს, რითაც დაზარალებულს 7400 ლარის ღირებულების ქონებრივი ზიანი მიაყენა.
სამართალდამცველებმა ი.ა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google