სამართალი
ორი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 357 ფაქტი გამოვლინდა.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 ოქტომბრამდე, ამოღებულია 290 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ."მანოკი", რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა.

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალებაა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნადირობა /