სამართალი
სოფელ მატანში საფლავები დაარბიეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10 მდე საფლავი დაარბიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია მონუმენტები, დამტვრეული და განადგურებულია საფლავის ქვები, მოპარულია მესერის ჯაჭვები.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონულმა სამმართველომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google