სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პროდუქციის მალულად გადატანის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google