სამართალი
პოლიციამ ახმეტაში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის ფაქტი გახსნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ახმეტისმ მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტი გახსნეს. პოლიციამ 1979 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავა.
უწყებს ინფომაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სხვისი ნივის ან ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.
| Print |
FaceBook Twitter Google