სამართალი
შვილმა და რძალმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო მცემეს - ოჯახური ძალადობა ვეჯინში
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო ოჯახში ძალადობის კიდევ ერთ ფაქტს იძიებს. შესაძლოა, ამაში უჩვეულო არაფერია და სამართალდამცველებს მსგავსი ფაქტების გამოძიება ხშირად უხდებათ, თუმცა ეს ალბათ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინცინდენტს პოლიტიკური სარჩული აქვს.
სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამტკიცებს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს.

-„ჩემმა რძალმა თავიდანვე იცოდა, რომ ხმას „ნაციონალებს“ არ მივცემდი. 40 ლარი მომიტანა და მითხრა, ეს ელმირამ (ელმირა ბეციაშვილი- ვეჯინის ამბულატორიის ექიმი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) გამომატანა, აიღე და მაგათ დაუჭირე მხარიო, 40 ლარი კიდევ მე მომცაო. ფული არ გამოვართვი, ვუთხარი, მაგათ როგორ მივცე ხმა, ელმირასთან ამბულატორიაში მივედი ერთი წლის წინ და უარით გამომისტუმრა, არ გამსინჯა, ვისაც ირჩევ, იმათ გაგსინჯონ ისევო. რძალმა რომ გაიგო, ხმა „ნაციონალებისთვის“ არ მიმიცია, გუშინ წინ ცემით მომკლა და დამკბინა. ეს პირველად არ მომხდარა, სამ დღეში ერთხელ მცემს. აქამდე თავს ვიკავებდი გახმაურებისგან, შვილშვილები მყავს და ვამბობდი, თავი მოეჭრებათ-მეთქი. გუშინ კი პოლიციაში წამოვედი და ვიჩივლე. ასეთი არაფერი გამიგია, შვილი და რძალი იმის გამო მკლავენ, „ქართული ოცნება“ რომ ავირჩიე. “- ამბობს გულნაზი ცანკაშვილი.

გულნაზი ცანკაშვილის შვილმა და რძალმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეხება ამბულატორიის ექიმს ელმირა ბეციაშვილს, ის ბრალდებებს უაჰყოფს და აცხადებს, რომ ეს წინასაარჩევნოდ ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ მუხულშვილის მიერაა პროვოცირებული.

-„მე მათ თანხას ვერ გადავუხდიდი, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. ამავდროულად, ამას არ აკეთებს ჩემი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ყოვლად მიუღებელია. მე ნათია ყარაულაშვილთან (გულნაზი ცანკაშვილის რძალი) ვერანაირ ფინანსურ გარიგებაში ვერ შევიდოდი, რადგან ის სოფელ ვეჯინში არ აძლევს ხმას, თელავშია ჩაწერილი. ეს დიდი ტყუილია და ვიცი საიდანაც მომდინარეობს. მათ უბანში ცხოვრობს ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუხულიშვილი. მან ვეჯინში პირველი ტურის წაგება ძალიან განიცადა და ყველა ბინძურ საქმეს მიმართავს. სამი დღეა მირეკავენ ჩემი პაციენტები, რომ თურმე მე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია შემიჩერდა და თვის ბოლოდან მოქმედი ექიმი აღარ ვიქნები. ყველანაირად ცდილობენ, შემაჩერონ, რაც არ გამოუვათ. მე მოვითხოვ ამ ცილისწამებისთვის პასუხი აგონ. თუ საჭირო გახდება, სასამართლოში შევიტან სარჩელს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მე გულნაზი ცანკაშვილს არ მოვემსახურე, ესეც სიცრუეა. ის ჩემი ბენეფიციარი არ არის. მას სხვა ოჯახის ექიმი ჰყავს. თუ იყო ისეთი შემთხვევა, რომ მას ექიმი ადგილზე არ დახვდა, მე აუცილებლად მოვემსახურებოდი. არასდროს მომხდარა პაციენტი ჩვენამდე მოსულიყო და კონსულტაცია არ მიეღო. თუ ერთი წლის წინ ჰქონდა პრეტენზია, რატომ მანამდე არ თქვა, რაღა ახლა მოუნდა, წინასაარჩევნოდ.?!“

ელმირა ბეციაშვილის ბრალდებებს უარჰყოფს ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუხულიშვილი.

-„რასაც ელმირა ბეციაშვილი მაბრალებს, ეგ სიცრუეა. არ ვიცი, ვერ გეტყვით ვინ ვის მისცა ფული, არც ცემის ფაქტს შევსწრებივარ. თუ ელმირა ბეციაშვილი არ ემსახურება ვინმეს, როგორც ექიმი, თავად მოსთოხოვონ პასუხი ამაზე. ხალხი ამბობს, რომ ზოგს არ ემსახურება, მაგრამ მე ამას ვერ დავადასტურებ. გულნაზი ცანკაშვილი კი არა, ჩემი ცხოვრების მანძილზე არავინ გამიქეზებია, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დიდი პრობლემები და უკვე ყველაფერზე მიდიან. ელმირა რას ამბობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. “ - განაცხადა ზურაბ მუხულიშვილმა.

სცემეს თუ არა ნამდვილად შვილმა და რძალმა ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპისთვის უცნობია, შეცვლის თუ არა ის აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ პირვანდელ გადაწყვეტილებას მეორე ტურისთვის.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის
გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი
ამხილეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
16:39 / 12.12.2018
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი
ახალგაზრდა მამაკაცი გ.კ. დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი გ.კ. დააკავეს.
19:27 / 11.12.2018
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
12:38 / 10.12.2018
წუხელ, ქალაქ გურჯაანში, რუსთაველისა და სანაპიროს ქუჩის კვეთაზე
მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფირმაციით წაღებულია
ფული,სასმელი და სიგარეტი.
წუხელ, ქალაქ გურჯაანში, რუსთაველისა და სანაპიროს ქუჩის კვეთაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფირმაციით წაღებულია ფული,სასმელი და სიგარეტი.
18:33 / 09.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა.
14:39 / 08.12.2018
სხვა ამბები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 508,500,0 ლარით განისაზღვრა.
13:35 / 13-12-2018
გურჯაანის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა. ამ ეტაპზე 371 წიგნი - ძირითადად მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინეს.
13:38 / 12-12-2018
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება უხვი თეთრი ან ნაცრისფერი არასასიამოვნო სუნის გამონადენით .ამ დროს არ აღინიშნება საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.ბაქტერიული ვაგინოზის დროს ზიანდება საშოს მიკროფლორა,რომლის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები(დედერლეინის ჩხირები).
10:56 / 11-12-2018
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს – “გაცოცხლებული სურათები” აცხადებს.
14:08 / 03-12-2018
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
17:03 / 30-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.