სამართალი
კახეთის საოლქო პროკურატურაში "ნაციონალების" კოორდინატორის დაკითხვა დასრულდა
კახეთის საოლქო პროკურატურაში თითქმის ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორსა და სოფელ ვეჯინში ოჯახის ექიმს ელმირა ბეციაშვილს.
გამომძიებლებს მასთან კითხვები  ამომრჩევლის მისყიდვის შესაძლო ფაქტთან დაკაშირებით ჰქონდათ.  დაკითხვიდან გამოსულმა ბეციაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება დაინტერესდა, ნამდვილად გადაუხადა თუ არა ვეჯინში მცხოვრებ ცანკაშვილებს 40-40 ლარი "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

"გამომძიებლებს ავუხსენი , რომ ეს იყო სიცრუე და პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან სოფელ ვეჯინში, პირველ ტურში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. ველოდები გამოძიების დასრულებას. როგორ განვითარდება მოვლენები დავაკვირდები, არ გამოვრიცხავ, აქეთ მე ვუჩივლო გულნაზ ცანკაშვილს ცილისწამებისთვის"- ამბობს ელმირა ბეციაშვილი.

დღესვე გამომძიებლებმა ინცინდენტის მეორე მხარეც გამოკითხეს, თუმცა მათ პროკურატურის ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ამავე თემაზე:
"ნაციონალური მოძრაობა“ მათი კოორდინატორის პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს
შვილმა და რძალმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო მცემეს - ოჯახური ძალადობა ვეჯინში
| Print |
FaceBook Twitter Google