სამართალი
შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე დაიწყო გამოძიება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არჩევნებთან დაკავშირებით, 28-29 ნოემბერს სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
მათ შორის:

ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე:

საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) - 4 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) - 1 ფაქტი;

არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე:

საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) - 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) - 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) - 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) - 2 ფაქტი;

აკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) - 2 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) - 4 ფაქტი;

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google