გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე 3
მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და
ჩოგან ბადით გამოყენებით თევზაობდა. შედეგად, 20კგ სხვადასხვა
სახეობის თევზი მოიპოვეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის
შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის
ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის,
სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების
კონფისკაციით.
მასალის გამოყენების პირობები