სამართალი
პოლიციამ კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დ. პ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google