კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 193 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა თანამშრომლებმა, 2019
წლის პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 19
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
ყველაზე მეტი - 193 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
სამმართველოს მასშტაბით 30 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 67 ფაქტი,
გურიაში - 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, აჭარის
რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16 ფაქტი,
მცხეთა-მთიანეთში - 8 ფაქტი, შიდა ქართლში - 87, ქვემო ქართლის
მასშტაბით - 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე - 61 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია
უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი
დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი
დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები