სამართალი
გურჯაანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანაშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გურჯაანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც ავტომანქანით გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გადაადგილდებოდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ან გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google