სამართალი
სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი მარტიდან დღემდე 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევის ყველაზე მეტი - 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში 1 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე 1 ფაქტი - სამეგრელოში, იმერეთში - 5 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 4 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 2, ხოლო თბილისში - 1 ფაქტი.

სულ სამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი. სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


| Print |
FaceBook Twitter Google