სამართალი
გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს
გუშინ საღამოს გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს. 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.


დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  შსს-ს ინფორმაციით, პირის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო- სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება სსსკ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google