სამართალი
ველისციხის ინცინდენტისას დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული გოჩა მაისურაძის, თენგიზ ჯანიაშვილისა და მამუკა უსინაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობმა გირაოთი შეცვლოდა მოსამართლემ დააკმაყოფილა და მათ სამ- სამ ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესზე ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს ამიტომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მათ მინართ ნაკლებად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.

გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა. ორივე მათგანი პოლიციამ 2018 წლის 18 დეკემბერს დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მორიგი სასამართლო პროცესი 26 ივლისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.


| Print |
FaceBook Twitter Google