სამართალი
ბაკურციხეში მიკროავტობუსი სახლის ეზოში შევარდა
სოფელ ბაკურციხეში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი ერთ - ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.

შემთხვევის დროს ეზოში არავინ იმყოფებოდა. მიკროავტობუსის მძღოლმა და ორმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google