სამართალი
ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა, დაკავებულია


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. - აღნიშნულ ინფორმაციას ipress.ge ავრცელებს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის ქალმა 27 აგვისტოს, თბილისში, პეკინის გამზირზე, მცირეწლოვანს, ცივი იარაღით სახეზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

| Print |
FaceBook Twitter Google