სამართალი
კახეთში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს [Video]
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში წუხელ მოხდა. მამაკაცს ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული. ის თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
მათ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / პოლიცია /