სამართალი
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 280 პირი დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს. 1 9 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, შსს-ს წარმომადგენლებმა ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

დარღვევები დაფიქსირდა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესებზეც, ამ ფაქტზე სულ 280 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ზიკური პირის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 ლარი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის სულ 491 ფაქტი გამოავლინა.

ამავე თემაზე:

კარანტინის დარღვევისთვის მოქალაქეები 3 ათასი ლარით დაჯარიმდებიან
კომენდანტის საათის დარღვევის გამო 204 ადამიანი დააჯარიმეს
| Print |
FaceBook Twitter Google