სამართალი
გასულ დღე-ღამეში ყველაზე მეტი პირი კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი - 72 მოქალაქე. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმებულია 163 პირი.

1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა, როდესაც მოქალაქეებმა თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს.


ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ ასევე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი 30 მარტს გამოცხადდა, ქვეყანაში მოქმედებს ასევე, ე.წ. საკომენდანტო საათი.
| Print |
FaceBook Twitter Google