9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის
საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 75
მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და
2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი - 42.
პოლიციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთობლივი
მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების
დარღვევის 5 ახალი ფაქტი.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.
გასათვალისწინებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა
იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
– 15 000 ლარით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის
შეზღუდვების დარღვევის სულ 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები