კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 1963 წელს
დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის 3
მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება
მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.
„2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო. გამოძიება
გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა"ქვეპუნქტებით, რაც
ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.“ - განმარტავენ შსს-ში.
აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი
მასალის გამოყენების პირობები