სამართალი
ყვარლის ინცინდენტში მონაწილე პირი პოლიციამ დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყვარელში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1996 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებებად ამოიღო.“ - აცხადებენ შსს-ში.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google