ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის
შეზღუდვების დარღვევის 105 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მათ შორის, 1 მაისის 21 საათიდან 2 მაისის დილის 6 საათამდე, პოლიციამ
ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით
86 მოქალაქე დააჯარიმა.
2 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების
წესის დარღვევისთვის, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და
2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 17.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000
ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
მასალის გამოყენების პირობები