ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის
შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74
მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო
სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური
დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 5 მოქალაქე დააჯარიმეს.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
მასალის გამოყენების პირობები