სამართალი
მეუღლეზე ძალადობისთვის კახეთში მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეუღლეზე ძალადობისთვის 1984 წელს დაბადებულიგ.ა. დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.“ - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google