სამართალი
სიღნაღის თავშესაფრის დაცვის თანამშრომელი ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობაში დამნაშავედ სცნეს
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ. დამნაშავედ ცნო. სასამართლომ რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
პროკურატურის ინფორმაციით, შს სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.
"სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google