სამართალი
ჩუმლაყში წმინდა გიორგის ეკლესია დაარბიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიაში ვანდალური ფაქტი მოხდა. როგორც ჩვენთან საუბარში სტიქაროსანმა, უჩა ქემაშვილმა აღნიშნა, დაზიანებულია ხატი და წაღებულია შესაწირი თანხა.

„წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. აქ ამოვდივარ დილა-საღამოს და ბალახს ვთიბავ. ეკლესიაში რომ შემოვედი, დარბეული დამხვდა. საკურთხევლის მხრიდან ფანჯარაა ჩამსხვრეული, წაქცეულია შვიდკანდელა, გატეხილია შესაწირი ყუთი და წაღებულია ფული. დაზიანებულია ერთი ხატი. მსგავსი ფაქტი ჩვენთან არასდროს მომხდარა, ეს პირველი შემთხვევაა. აქვე მეორე ეკლესიაა, ისიც წმინდა გიორგის სახელობის და შესაწირი თანხა იქიდანაცაა წაღებული. “

ამჟამად ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.









| Print |
FaceBook Twitter Google