სამართალი
თელავიდან გაუჩინარებული დები პოლიციამ მიკროავტობუსით მგზავრობისას იპოვა
თელავიდან დღეს დილას გაუჩინარებული 13 და 14 წლის დები პოლიციამ იპოვა.  შსს-ს ინფორმაციით,  ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა.
არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.

გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google