სამართალი
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილია თელავის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ესროლა.

თვითმხილველების თქმით, მკვლელობა ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google