სამართალი
პროკურატურამ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე მკვლელობის ფაქტზე დააკავა
პროკურატურამ, მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

"მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, წუხელ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს უფროსი ზურა საჩიშვილი მოკლეს,  დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი.
| Print |
FaceBook Twitter Google