შსს-მ ლამბალოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ერთი პირი
დააკავეს.
1979 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. დანაშაული
3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის
შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის
„აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30
საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის
მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები