სამართალი
ვარდისუბანში ცოლმა ქმარი დაჭრა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა ქალმა, მეუღლეს ჭრილობა დანით ზურგის არეში მიაყენა. მამაკაცს მკურნალობა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარეს თუმცა, მეუღლის ინფორმაციის საფუძველზე, ის დააკავეს და მკურნალობას, საპატიმროში განაგრძობს.

მამაკაცის მიმართ, საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე და 151 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს. თელავის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118- მუხლითაა დაწყებული, თუმცა , ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

| Print |
FaceBook Twitter Google