სამართალი
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან: შალვა ბედოიძესთან და გიორგი ბუთხუზთან ერთად ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა.

ახალ შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის.

„ვხედავთ როგორი მაღალი დონის შენობაა აშენებული. აქ იქნება კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია, წინასწარი დაკავების იზოლატორი და ა.შ. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ახალ შენობებში ერთად იყოს ყველა დანაყოფი. უახლოეს დროში კიდევ ვაპირებთ რანდენიმე ახალი შენობის გახსნას საქართველოს მასშტაბით. ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს თანამშრომლებს. რათა გაუადვილოთ მათ უმძიმესი სამუშაო, რომელსაც ასრულებენ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე. “-განაცხადა გომელაურმა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი იქნება განთავსებული, კერძოდ: საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი. შენობა ასევე ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google