სამართალი
ლაგოდეხში, საგარეჯოსა და გურჯაანში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები დაფიქსირდა
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები დაფიქსირდა.
შემთხვევები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლინდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენებს სათანადო ნებართვა არ გააჩნიათ. უწყების ცნობითვე, როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტები სისტემატურად იყიდებოდა ექიმის დანიშნულების გარეშე.

„2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან ჯამში 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი.საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენელია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში, რომლის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში ჩხრეკის დასრულების შემდეგ საგადასახადო რევიზია ჩატარდება.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google