სამართალი
ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილე მხარეები შერიგდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები, შესარიგებლად შეიკრიბნენ.
მხარეების განცხადებით კონფლიქტი ამოწურულია.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით მოხდა. ერთმა თანასოფლელმა, მეორეს სასმელის ბოთლი ესროლა, მხარეებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება კი, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების შედეგად სულ ოთხი დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს.
| Print |
FaceBook Twitter Google