სამართალი
ჩუმლაყში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან ხატი მოიპარეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან ვედრების ხატი მოიპარეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლის უჩა ქემაშვილის განმარტებით, ეს ეკლესიის გაქურდვის უკვე მეოთხე შემთხვევაა.
„ეს ხატის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეოთხედ ხდება, როცა ეკლესიებში შედიან, ქურდობენ და არავითარი რეაგირება არ ხდება. ჯერ პოლიციისათვის არ მიგვიმართავს.- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ეკლესიის გაქურდვის პირველი შემთხვევა, სოფელ ჩუმლაყში , 2012 წელს დაფიქსირდა.ეკლესიიდან ნივთების მოპარვის შემდეგი ფაქტები, 2020 წელს მოხდა, როდესაც წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესია, ერთდროულად გაქურდეს. მაშინ დაუდგენელმა პირებმა, მოიპარეს საეკლესიო ნივთები, ტაძარი დაარბიეს და თანხა წაიღეს.

მომხდარ ფაქტებზე, პოლიციას არავინ დაუკავებია.

| Print |
FaceBook Twitter Google