სამართალი
დედოფლისწყაროში "გირჩის" წარმომადგენელი აცხადებს რომ თავს დაესხნენ
დედოფლისწყაროში "გირჩის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგიტა რობიტაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, რომ შემთხვევა 25 დეკემბერს, 21:45 საათზე მოხდა.
მისივე თქმით, თავს ნიღბიანი პირები მაშინ დაესხნენ, როდესაც ავტოფარეხში მანქანას აპარკირებდა.
- "ხმა არ ამოუღიათ, 2 კაცი მომიახლოვდა, ზურგიდან რაღაცა ჩამარტყეს და გავითიშე. მე ვამბობ, თუ ერთ კვირაში გაიხსნა საქმე, ხომ კარგი, თუ არადა, გამოდის, რომ სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. სახის ძვალი მაქვს ჩალეწილი, წნორის საავადმყოფოში ვერაფრით დამეხმარნენ, თბილისში ვიყავი გამოკვლევაზე,"-ამბობს გოგიტა რობიტაშვილი. 

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ის 126 პრიმა 1 მუხლის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google