სამართალი
საგარეჯოში უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულსა და საგარეჯოში  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მ3 წიფლის სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. ხოლო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე - 7 მ3 წიფლისა და რცხილას სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.შედგა შესაბამისი ოქმები.“ -აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელეხბულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა.




| Print |
FaceBook Twitter Google