სამართალი
საგარეჯოში პოლიციელების ცემის ფაქტზე ორი პირია დაკავებული
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.
დაპირისპირება შობის ღამეს, 7 იანვარს მოხდა. ახალგაზრდებმა  გააპროტესტეს, რომ ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს საგარეჯოში კონცერტი არ უნდა გამართულიყო. სამართალდამცველებთან დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. 

გუშინ გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ პოლიციელს მინის ბოთლი ჩაარტყა.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. თუკი 17 და 19 წლის ახალგაზრდებს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სიღნაღის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 15 თებერვალს დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google