მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 330 ფაქტი გამოვლინდა,- ინფორმაციას
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონდარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში
დაფიქსირდა.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 188
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში; იმერეთში დაფიქსირდა 38
სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24,
სამცხე-ჯავახეთში - 19, აჭარაში - 19, გურიაში - 5, შიდა ქართლში -5,
მცხეთა-მთიანეთში - 4.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი
გამოვლინეს.
აღნიშნულ პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური
რეგლამენტის დარღვევის 31 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული
არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომირეაგირების მიზნით,
შესაბამისუწყებებშიგადაიგზავნა.“ - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, იანვრის თვეში სულ ამოღებულია უკანონოდ
მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები