სამართალი
კახეთში უკანონო ნადირობის სამი ფაქტია გამოვლენილი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტი ავრცელებს.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის მიმდებარე ტყეში, მოქალაქე დაურეგისტრირებელი გლუვლულიანი სანადირო იარაღით ნადირობდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის მიმდებარედ, მოქალაქეს ნადირობისას არ ჰქონდა გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შავი მთის მიმდებარედ, მოქალაქემ ნადირობის წესების დარღვევით მოინადირა გარეული კურდღელი.“,-ვკითხულობთ განცხადებაში

დეპარტამენტის განმარტებით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.
| Print |
FaceBook Twitter Google