სამართალი
ძიუდოისტის ცემის საქმეზე სასამართლომ გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო
სასამართლო 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე მსჯელობდა. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლოს განმარტებით, კონფლიქტის არსებობასა და ფიზიკური დაპირისპირებისას ურთიერთდარტყმებსაც ორივე მხარე ადასტურებს, თუმცა სასამართლოს არ ჰქონია საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომელი მხარის ვერსია იყო სიმართლესთან უფრო ახლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google