თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სამართალდამცველი სცემეს.
პოლიციელ გიორგი დედაბრიშვილს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი
გაუსწორდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
დაუდასტურეს.
უწყებაში განაცხადეს, რომ პოლიციელის ცემის ფაქტზე 4 პირია
დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით
მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები