სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 39 შემთხვევა დააფიქსირეს.
ყველაზე მეტი - 40 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, 31 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში - 24, აჭარაში - 17, შიდა ქართლში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 10, ქვემო ქართლში - 8, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 თბილისში კი - 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, “ აღნიშნავენ დეპარტამენტში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების სულ 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
| Print |
FaceBook Twitter Google