სამართალი
სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა,დაჭრილია ორი მამაკაცი.
თვითმხილველების ინფორმაციით მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა,რა დროსაც ერთი ახალგაზრდა სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის ერთი გარდაცვლილის ძმაა.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში მოათავსა და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.
ადგილზე  ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google