სამართალი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები 20 000 ლარით დაჯარიმდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის განცხადებით, ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმოები არ ასრულებენ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ ახდენენ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების შემოწმებას რეგულარულად ახორციელებს. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ.

ეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა მოხდეს,“ - განმარტავს დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საწარმოების მიმართ უკვე შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76(1) მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. მასალები გადაგზავნილია შესაბამის სასამართლოში.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს
ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ
ისაუბრა.
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06.10.2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან
გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი
დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი
განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა.
13:19 / 23.09.2022
საქართველოს პროკურატურა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, არასწორი
ინფორმაცია გავრცელდა. მათი თქმით, თითქოს ბრალდებულის მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული
სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა, დეზინფორმაციაა.
საქართველოს პროკურატურა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მათი თქმით, თითქოს ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა, დეზინფორმაციაა.
12:19 / 09.09.2022
სამართალი
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06-10-2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03-10-2022
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
15:39 / 29-09-2022
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
13:10 / 05-10-2022
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
13:06 / 04-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
12:54 / 05-10-2022
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05-10-2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
13:27 / 23-09-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 22 °C
img
საგარეჯო 12 / 19 °C
img
დ.წყარო 11 / 19 °C
img
სიღნაღი 12 / 23 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 22 °C
img
თელავი 13 / 20 °C
img
ახმეტა 13 / 20 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.