კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969
წელს დაბადებული მ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ არაშენდაში, თანასოფლელ
მამაკაცს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით
სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ
კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები