სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ თორნიკე დოლენჯაშვილი უდანაშაულოდ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
“მე რა მოლოდინებიც მქონდა ყველაფერი ისე მოხდა. ბატონმა მოსამართლემ ჩემ მიმართ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა და გამომიშვა ყოველგვარი ჯარიმის გარეშე,“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში თორნიკე დოლენჯაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს.
| Print |
FaceBook Twitter Google