სამართალი
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, კანონდარღვევებიდან 197 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას უკავშირდება, 68 კი - საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და უკანონო სახერხ საამქროებს ეხება.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 76 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 28 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 19, იმერეთში - 18, აჭარაში - 9, გურიაში - 8, შიდა ქართლშიც - 8, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 297 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 58 ფაქტი; ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, არსებული სამართალდარღვევებიდან 27 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.



Read a useful guide on earnings from experienced gamblers:crocobet-casino.ge Try this tactic in your game and start beating off your minus already!
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე-ტყე /